მნიშვნელოვანირეგიონი

სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობით, ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს

” არავინ აპირებს გაჩერებას, თუ ხელისუფლება სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს მიხეილ სააკაშვილს”- ასეთი განცხადება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბაჩო დოლიძემ მედიასთან, კახეთში.

ბაჩო დოლიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობით, ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს.

” ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან გააქტიურებულია, და ქართულ ოცნებას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. ამის გარდა, ხელისუფლებას უნდა აესმოდეს, რომ არავინ აპირებს გაჩერებას, თუ ის, გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს , მიხეილ სააკაშვილს, სასამართლოს ხელით”- განაცხადა დოლიძემ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დღეს კომენტარი გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, გუშინ , მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების მოწოდებით, სპეციალური რეზოლუცია მიიღო, პოლონეთის სეიიმმა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, პირადპირ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას , გაიაზროს სააკაშვილის ისტორიული როლი.

მესამე პრეზიდენტისათვის, სასჯელის გადავადების ან განთავისუფლების საკითხზე შემდეგი სასამართლო პროცესები, 17 და 20 იანვარს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button