მნიშვნელოვანისაქართველო

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გამკაცრება იგეგმება

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე, დგომა-გაჩერების წესების დარღვევასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გაზრდასა და გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრში, გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების რიგით მეხუთე კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ნინო ჯავახაძის თქმით, წლის ბოლომდე ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000-მდე კამერა ამოქმედდება და გაიზრდება საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

„ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს – წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 5 000-მდე სხვადასხვა ტიპის კამერა იქნება, ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვისა და ასე შემდეგ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასე ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს. ცვლილებები უკვე მომზადებულია და უკვე დავიწყებთ განხილვას მთავრობასთან და შემდეგ პარლამენტში წარვადგინოთ საგაზაფხულო სესიაზე, რაც მაგალითად უკავშირდება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვას, დგომა-გაჩერების წესების დარღვევას, სიჩქარის გადაჭარბების სანქციების გაზრდასა და გამკაცრებას. ასევე, ვგეგმავთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის ჩამოკლება ვიდეოკამერებს მივაბათ“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button