კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვაჩნაძიანში დედა და მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდნენ

მცირეწლოვანი და მისი მშობელი დაშავდნენ მძიმედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ავტომანქანას მცირეწლოვანის დედა მართავდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს თავად მძღოლმა და მცირეწლოვანმა. ორივე მათგანი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

მსგავსი პოსტები

Back to top button