სეტყვამ ყვარლის რაიონის სამი სოფელი დააზარალა

ყვარელი ისევ სტიქიის ზონაა. სეტყვის გამო სამ სოფელში ზარალია.

შილდაში, ალმატსა და საბუეში დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია და მისი წარმომადგენლები ამ წუთებში სეტყვისაგან დაზიანებულ ადგილებს ათვალიერებენ.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სტიქია 15 წუთს გრძელდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button