მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სენატი 847,3 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ

შეერთებული შტატების სენატში რეკორდული, 847,3 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ. ბიუჯეტის პროექტით უკრაინისთვის 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემაა გათვალისწინებული.

“უკრაინისთვისა და NATO-სთვის დახმარების გაზრდა. პროექტი აფართოებს და ცვლის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ამტკიცებს დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას 2023 ფისკალურ წელს”, – ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

ცნობისთვის, ბიუჯეტის ეს პროექტი შესაძლოა გახდეს ყველაზე დიდი აშშ-ის ისტორიაში, თუ მას კონგრესმენები და სენატორები დაამტკიცებენ, შემდეგ კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს.

გარდა უკრაინის დახმარებისა, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 6 მილიარდი დოლარის გამოყოფა რუსეთის ევროპაში შესაკავებლად, ასევე შემოთავაზებულია რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვის 5 წლით გახანგრძლივებასა და მოსკოვის გარიცხვას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის G20-დან.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მოუწოდა კონგრესს, არ გადადოს პენტაგონის ხარჯების კანონპროექტის მიღება მომავალი წლისთვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომმა დროებითმა დაფინანსებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს უკრაინის შემდგომ დახმარებაზე.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი „ერთობ კონფრონტაციული ხასიათისაა“ რუსეთის მიმართ.

„სამწუხაროდ, [ამას] მოჰყვება საკმაოდ სეროზული და პერსპექტივაში ხანგრძლივი შედეგები ევროპის კონტინენტზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისთვის“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

შეიარაღებული ძალების საკითხებში აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის კომიტეტები შეთანხმდნენ 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც 847 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს და მასში შედის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული 800 მილიონი.

თავდაცვის ბიუჯეტის ეს პროექტი შესაძლოა, გახდეს ყველაზე დიდი შეერთებული შტატების ისტორიაში. მისი მოცულობა 110 მილიარდი დოლარით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს ექვსი მილიარდი დოლარის გამოყოფას ევროპაში რუსეთის “შესაკავებლად”, კიდევ ხუთი წლით ახანგრძლივებს მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვას და ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მიაღწიოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის “დიდი ოცეულიდან” რუსეთის გარიცხვას.

შეთანხმებულ დოკუმენტს ახლა კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა მისცენ ხმა, რის შემდეგაც მას ხელს მოაწერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

მსგავსი პოსტები

Back to top button