მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
“ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს.

“ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს ანგარიში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით” – წერს მიშელი.
შარლ მიშელი წერს, რომ ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა, 23 ივნისის კი, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button