კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
მალთაყვაში ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს

ფოთში, მალთაყვის უბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს.
მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერის ორი პროცესორი.
მისივე თქმით, მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
“წაღებულია კომპიუტერის ორი პროცესორი. კარები დაკეტილი დაგვხვდა, ფანჯრიდან არიან შესულები სავარაუდოდ. პოლიცია ადგენს ყველაფერს”, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა მალთაყვის უბანში უჩა დოლიძემ.