პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. ინფორმაცია ამის შესახებ სენატის ვებგვერდზეა განთავსებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული, მას 85-ვე სენატორმა დაუჭირა მხარი.
რეზოლუციაში პოლონეთის სენატი “მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად.
რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი გააჩაღეს, რომლის მიზანიც ამ სუვერენული ქვეყნის მსოფლიო რუკიდან წაშლა და მისი ერის განადგურებაა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ “2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინასთან სასტიკი ომი წამოიწყეს”, რომლის მიზანიც “სუვერენული ქვეყნის რუკიდან წაშლა და უკრაინელი ერის განადგურებაა”.
სენატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით რუსი ოკუპანტები უკრაინული ქალაქების მცხოვრებლებს ატერორებენ.
“რუსულ ფორმაში გამოწყობილი ბანდიტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ტყვეებსა და სამოქალაქოებს აწამებენ და კლავენ. ისინი იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს, ადეპორტებენ, ასახლებენ და რუსეთის შორეულ პერიფერიაში აგზავნიან უკრაინის მოქალაქეებს”, – წერია რეზოლუციაში.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭიროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაში მომხდარ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში.