მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს უკრაინული ტერიტორიების ანექსიის შესახებ. რუსეთმა ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.

ანექსიის შესახებ კანონი სახელმწიფო დუმამ 3 ოქტომბერს მიიღო, ფედერალურმა საბჭომ ის მეორე დღესვე დაადასტურა.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს ამასთან პუტინმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, დროებითი მეთაურები დანიშნა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პირები რეგიონებს იქამდე უხელმძღვანელებენ, ვიდრე რეგიონულ მეთაურებს რუსული კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების წესით აირჩევენ.

ოთხივე მათგანი იგივე პირია, ვინც ამ რეგიონებს რუსეთისთვის მიერთებამდე მოსკოვის ხელდასმით ხელმძღვანელობდნენ. კერძოდ, დონეცკში დენის პუშილინი, ლუგანსკში – ლეონიდ პასეჩნიკი, ზაპოროჟიეში ევგენი ბალიცკი და ხერსონში – ვლადიმირ სალდო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ანექსიის შესახებ ბათილად გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button