დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის

ქართულ ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს განცხადებს და ამბობს, რომ დღეს შავი დღე მხოლოდ “რადიკალური ოპოზიციისა და მისი გულშემატკივრებისთვისაა- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როგორ შეაფასებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.
აშშ-ის საელჩომ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ “დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა”.
განცხადებაში ასევე წერია, რომ მიმდინარე პროცესი და კონონპროექტები “კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
“შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის. ეს არის ცალსახა და იკვეთება ყველაფრიდან, მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის”- თქვა კობახიძემ.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიცია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს იყენებს.
სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ პროპორციულობის პრინციპის დაცვით და იქ დარბევა არ იქნება. სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება ეს გამოყენებული, მათ შორის იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარია, არის გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და დღესაც აუცილებლად იდგება მოწოდების სიმაღლეზე, ამაში პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ აუცილებლად იქნება დაცული თანაზომიერების პრინციპი.
ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.