პარტიების ახალი წინასაარჩევნო ბლოკი

პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” წინასაარჩევნოდ ერთიანდებიან.
პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ სპეციალური განცხადება პარტიების ლიდერებთან ერთად პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.
პლატფორმაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს პაატა ბურჭულაძემ გაერთიანებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეთანხმება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მის მოძრაობაზე პოლიტიკური წნეხი მიმდინარეობდა.
ქუთაისში “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისის წარმომადგენელმა, სოსო გაბრიჭიძემ პარტია დატოვა.
გაბრიჭიძე დასავლეთ საქართველოში პარტიის საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობდა.
გადაწყვეტილება წასვლის შესახებ გაბრიჭიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობა “გირჩთან”, “ახალ მემარჯვენეებთან” და გიორგი ვაშაძის პარტიასთან გაერთიანდა.
“უკმაყოფილო ვარ ამ გაერთიანებით” – ასე აფასებს ახალ საარჩევნო ბლოკში პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის გაერთიანებას, მოძრაობას წევრი მერაბ მეტრეველი, რომელიც გუშინ მიმდინარე კონსულტაციებს არ დასწრებია. მეტრეველი ასევე არ გამორიცხავს, დატოვოს მოძრაობა, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.