ამ კანონის სარგებელი, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა-კობახიძე
"სინამდვილეში გამოდის ისე, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის წარმოება,,

ერთ-ერთი სარგებელი, რაც ამ კანონს ჰქონდა, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა, უფრო სწორად, სადაც იყვნენ, გამოჩნდნენ, ანუ სინამდვილეში ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა – „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ამ სიის პრეზენტაცია განახორციელა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავადაც წარმოადგენს სწორედ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაზე“ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ე.წ „ქართული ქარტია“ არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა.
„თავის დროზე დავაინიცირეთ კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, შემდეგ ეს სათაური შეიცვალა, დღეს აღარ ვსაუბრობთ უცხოელ აგენტებზე. სინამდვილეში გამოდის ისე, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის წარმოება და ეს ე.წ „ქართული ქარტია“ არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა. მადლობა მას ამისათვის. აქ თავი მოიყარა ყველა იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც არის სინამდვილეში უცხოელი აგენტი, მუშაობს არა ქართველი ხალხის ინტერესების რეალიზებაზე, არამედ სხვა ინტერესების რეალიზებაზე. მათ შორის მათი ინტერესი არის რევოლუციის მოწყობა, არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი, ამისთვის იღწვიან ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას ემსახურება ეს ინიციატივაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც არაფერი გამოუვათ“,- განაცხადა პრემიერმა.
“სინამდვილეში გამოდის ისე, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის წარმოება და ეს ე.წ. ქარტია არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ინიცირებულ ქარტიასთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წარმოებულ რეესტრში თავი მოიყარა ყველა იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა, “რომელიც სინამდვილეში უცხოელი აგენტია”.
“ერთ-ერთი სარგებელი, რაც ჰქონდა ამ კანონს, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა, უფრო სწორად, სადაც იყვნენ გამოჩნდნენ. სინამდვილეში ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამ სიის პრეზენტაცია განახორციელა სწორედ ზურაბიშვილმა, რომელიც თავადაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს. ჩვენ, თავის დროზე დავაცვევინეთ კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, შემდეგ ეს სათაური შეიცვალა და დღეს აღარ ვსაუბრობთ უცხოელ აგენტებზე. სინამდვილეში გამოდის ისე, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის წარმოება და ეს ე.წ. ქარტია არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა, მადლობა მას ამისათვის. იქ თავი მოიყარა ყველა იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც სინამდვილეში უცხოელი აგენტია, მუშაობს არა ქართველი ხალხის ინტერესების, არამედ სხვა ინტერესების რეალიზებაზე. მათ შორის მათი ინტერესია, რევოლუციის მოწყობა, არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი – ამისათვის იღვწიან ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, ამას ემსახურება ეს ინიციატივაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არაფერი გამოუვათ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გავა მცირე დრო და ყველა დარწმუნდება, უკლებლივ ყველა ჩვენი თანამოქალაქე, საქართველოს ყველა მეგობარი დარწმუნდება, რომ საქართველო განაგრძობს პროგრესს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას და უსაფრთხოებას, განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და ამით ყველა დარწმუნდება, რომ ეს კამპანია, რომელიც ზიზღით იყო გაჯერებული, აბსოლუტურად უადგილო და საქართველოსთვის დამაზიანებელი გახლდათ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამაზეც ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ერთხელ მაინც აღიარონ სიმართლე და რეალობა.
„საქართველო შეინარჩუნებს, დაიცავს მშვიდობას და უსაფრთხოებას, განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს მუშაობას. ყველა პროფესიონალი, ვინც ჩვენი ქვეყნის საჯარო სიკეთეს, ვინც მოქალაქეებს, ვინც საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა, ჩვეულებრივ განაგრძობს თავისი საქმის კეთებას. ამით ყველა დარწმუნდება, რომ ეს კამპანია, რომელიც ზიზღით, დაპირისპირებით, პირდაპირ პოლიტიკური შურისძიებით იყო გაჯერებული, აბსოლუტურად უადგილო, არასწორი და საქართველოსთვის დამაზიანებელი გახლდათ, მაგრამ ეს ოპოზიცია მაგაზეც ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. იმის თავიც არ ექნება, რომ ეს ყველაფერი შეაფასოს და ერთხელ მაინც თავისი პოლიტიკური არსებობის მანძილზე აღიაროს სიმართლე და რეალობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.