სპორტი

მაიკ ჯეიმსი „ცესკას“ მწვრთნელს ეჩხუბა

მოსკოვის „ცსკა“- ში, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელიაც თამაშობს, – დიდი სკანდალი მწიფდება.

გუნდის დატოვებას ერთერთი საუკეთესო კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი აპირებს.

ჯეიმსს კონფლიქტი აქვს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისთან.

ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკელ შემტევს გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალა და გუნდის თავკაცს ორი დღით აშშ-ში გაშვება სთხოვა.

კამათი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც იტუდისმა ჯეიმსს თხოვნაზე უარი განუცხადა.

განაწყენებულმა მაიკ ჯეიმსმა გარკვეულ წრეებში თქვა, რომ ის კლუბიდან წასვლას გეგმავს. გუნდის ხელმძღვანელობა კი მისი შემცვლელის ძებნის რეჟიმშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button