სპორტი

ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მიმოხილვა

ლიგის საუკეთესო კლუბების ჩემპიონატის მოქმედმა გამარჯვებულმა ლონდონის ჩელსიმ H სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

თომას ტუხელის გუნდს საკმაოდ გაუჭირდა რუსების წინააღმდეგობების დაძლევა, თუმცა 69-ე წუთზე, რომელუ ლუკაკუმ ანგარიში გახსნა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსრა.

ამავე ჯგუფში წარმატბული აღმოჩნდა იუვენტუსის სტარტი ლიგაზე. შვედეთში სტუმრად მყოფმა იტალიელებმა მასპინელ „მალმიოს“ პირველივე ტაიმში გაუტანეს სამივე გოლი და მომდევნო ტურისთვის მშვენიერი ფორა გაინაღდეს. 3:0, გოლების ავტორები გახდნენ ალექს სადრო, დიბალა და ალვარო მორატა.

F ჯგუფში ვილიარეალმა შინ ბერგამოს ატლანტა მიიღო და მატჩის დებიუტში თამაში ვერ წაუვიდა. შემდეგ ტაქტიკა შეცვალა და დაწინაურდა კიდეც. მიუხედავად ამისა, შეხვედრის მიწურულს, რობინ გოზენსმა ანგარიში გაათანაბრა. 2:2 ასე დასრულდა ეს მატჩი.

G ჯგუფში ერთმანეთს ლილი და ვოლფსბურგი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მომდევნო მატჩები ევროპის კონტინენტზე, დღეს გამართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button