მნიშვნელოვანისაქართველო

“ხანძრის შედეგად დამწვარი სავაჭრო ცენტრი თავის ფუნქციას დაიბრუნებს”

“მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე დავიდეს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა. კალაძის თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის აღსადგენად სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

“სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო შეხვედრები მოიჯარეებთან, რათა დეტალურად გაიარონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, როდესაც ექსპერტ-კრიმინალისტები დაასრულებენ მუშაობას, დაიწყება სამუშაოები დამწვარი ფართების აღსადგენად და ეს სავაჭრო ცენტრი დაიბრუნებს თავის ფუნქციას”, – განაცხადა კალაძემ.

სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულის” ტერიტორიაზე მოვაჭრეებს, სავარაუდოდ, დღეს შეუშვებენ, – ამის შესახებ თავად დაზარალებულებმა განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, დამწვარია შენობის ნულ და მესამე სართულზე განლაგებული საცავები, ხოლო პირველი და მეორე სართული, სადაც მხოლოდ დახლები იყო განთავსებული, დამწვარი არ არის. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოვაჭრეების ნაწილი ეჭვობს, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.

რეპორტაჟი ამ თემაზე: მორიგი ხანძარი სავაჭრო ობიექტში [რეპორტაჟი]

მსგავსი პოსტები

Back to top button