ნიკა რურუას შტაბის უფროსი დააკავეს

”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თავად რურუა ავრცელებს. მისი თქმით, ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს.
”ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ გვიან ღამით. ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენს მუშაობაში. ცხადია, რომ არც ერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით”, – აცხადებს რურუა.

დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყებაში განუმარტავენ , რომ ჯაფარიძე დაკავებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.რაც შეეხება რურუას ბრალდებას იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით შსს-ში უარყოფენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button