
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 19 ექიმი გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანები კორონავირუსთან ბრძოლის მოწინავე ხაზზე იმყოფებოდნენ.
24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბრიტანეთში 980-ით გაიზარდა. ამ მომენტისთვის, ჯამში COVID-19-ით, 9 875 ინფიცირებულია გარდაცვლილი.