მნიშვნელოვანისიახლეები

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს უცხოეთის კლინკებში სამკურნალოდ განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება

300-მდე პაციენტის მკურნალობისთვის პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.

24 ივლისიდან, ინკოპაციენტი ბავშვების ოჯახებს შეეძლებათ უკვე მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ.

მისი თქმით, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება და გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ შესაძლებელი. იქნება მისი რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება.

”ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კორტრაქტებს, შერჩეულ კლინიკებთან ხელი უკვე მოეწერა. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად”, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა მიეცემა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში.

300-მდე პაციენტის მკურნალობისთვის პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.
შეგახსენებთ, 10 ივლისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18 წლამდე პაციენტები სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ – ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში, საჭიროების მიხედვით მიიღებენ.

საზოგადოება

მსგავსი პოსტები

Back to top button