მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტების 500 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდს.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 64 300-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათ შორის 500 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაშია ლიკვიდირებული.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 64 300
📌​ტანკი – 2 521
📌ჯავშანტექნიკა – 5 172
📌საარტილერიო სისტემა – 1 566
📌სარაკეტო სისტემა – 362
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 186
📌თვითმფრინავები – 268
📌ვერტმფრენი – 240
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 199
📌საკრუიზო რაკეტები – 316
📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 944
📌გემი/ნავი/კატარღა – 16
📌სპეციალური აღჭურვილობა – 142.

მსგავსი პოსტები

Back to top button