მოზაიკასიახლეები

კვლევა: ქალები ახლო მეგობრის გარდაცვალებას მეტად განიცდიან, ვიდრე კაცები

შოტლანდიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალები ახლო მეგობრის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესიდან ბევრად უფრო ძნელად გამოდიან, ვიდრე კაცები. მეცნიერები ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ კაცების მეგობრობა იმდენაც ახლო არ არის, როგორც ეს ქალების შემთხვევაში ხდება.

PLOS One-ზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ქალებს კაცებზე მეტი დრო სჭირდებათ ახლო მეგობრის სიკვდილთან შესაგუებლად, მათ ხშირად, ამის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც ექმნებათ, რაც ემოციებთან გამკლავებასა და ხალმხრავლობაში ყოფნის გაძნელებას უკავშირდება.

კვლევის ზოგადი მიგნება კი შემდეგია – განურჩევლად სქესისა, მეგობრის გარდაცვალებით გამოწვეულმა ფიზიოლოგიურმა და ფსიქოლოგიურმა შედეგებმა ადამიანის ცხოვრებაზე გავლენა შესაძლოა 4 წლის განმავლობაში მოახდინოს.

კვლევა მიზნად ისახავდა დაედგინა, როგორ აისახება ადამიანების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ისეთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა, როგორიც ახლო მეგობრის გარდაცვალებაა. აღსანიშნავია, რომ კვლევა ავსტრალიაში 13 წლის მანძილზე (2002-2015) მიმდინარეობდა და მასში 26 515 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 9 586-მა სულ მცირე ერთი ახლო მეგობრის სიკვდილი გადაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button