საქართველოსიახლეებისპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა არჩევიდან 10 დღეში დატოვა.

გიორგი გორგასლიძეს თანამდებობა ახალი პრეზიდენტის არჩევამდე უნდა დაეკავებინა, თუმცა, მისი განცხადებით, არსებულ სიტუაციაში და რაგბის სამყაროში შექმნილი კრიზისის დროს, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს რაგბის კავშირში შემავალმა კლუბებმა გიორგი გორგასლიძეს წერილით მიმართეს, სადაც წერენ, რომ ქართული რაგბი გაქრობის პირასაა და თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, მდგომარეობა კრიტიკული გახდება. კრიზისის შედეგად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჯერაც არ განახლებულა და გუნდები მოთამაშეებისათვის ხელფასების გადახდას ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანაძემ თანამდებობდა სარაგბო სამყაროში შექმნილი კრიზისის გამო, 30 ივლისს დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button