მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეიდან მუშაობა დაიწყო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა

დღეიდან, 8 თებერვლიდან მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. ამუშავდნენ, როგორც ავტობუსები, ისე მიკროავტობუსები და მეტრო.

თბილისის მეტროსადგურებს და მუნიციპალურ ავტობუსებს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდებათ. ამის შესახებ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშო განაცხადეს.

ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა, პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი. მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან არც მეტროსადგურებში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული იქნება შაბათ-კვირას. ამასთან, ძალაშია კომენდანტის საათიც. კერძოდ, აკრძალულია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 28 ნოემბრის შემდეგ იყო გაჩერებული. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ ტაქსით ან პირადი ავტომობილებით შეეძლოთ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button