მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 90-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 90-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

“ერთ-ერთი სარაკეტო იერიში ქალაქ კრამატორსკიზე განხორციელდა – დაზიანდა სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაღუპულები და დაშავებულები”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 12 სარაკეტო და 40 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 161 520 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 15 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3492
ჯავშანტექნიკა – 6799
საარტილერიო სისტემა – 2528
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 502
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 262
თვითმფრინავი – 304
ვერტმფრენი – 289
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2132
ფრთოსანი რაკეტა – 907
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5377
სპეცტექნიკა – 257
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button