ახალგაზრდა ქართველ ძალოსანთა 14 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

ლიტვის ქალაქ კლაპიედაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობში 20 და 23 წლამდელ სპორტსმენთა შორის, წარმატებულად გამოვიდნენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრები.

ქართველმა ახალგაზრდებმა ორჭიდის ჯამში 4 მედალი – 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, მცირე მედლების დამატებით კი სულ 14 მედალი – 1 ოქროს, 7 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენებმა ქართული ძალოსნობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

23 წლამდელებში რამინ შამილიშვილმა ატაცში 120 კილოგრამით პირველი ადგილი აიღო და შესაბამისად, ოქროს მედალი მოიპოვა. მანვე, ორჭიდში დაიკავა მეორე ადგილი (262) და მესამეზე გავიდა აკვრაში (142).

გიორგი ლომთაძემ (23 წლამდელებში) ატაცში ვერცხლის (147) და აკვრაში (175) ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ორჭიდში ლომთაძე (322) ასევე მესამე ადგილზე გავიდა.

20 წლამდელებში, აკვრაში მესამე ადგილზე გავიდა 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე -161 კილოგრამით.

ირაკლი გაბრიჭიძემ (20 წლამდელები, 77 კილოგრამი) ატაცში 145 კილოგრამი აიღო და მეორე ადგილზე გავიდა.

წარმატებით დასრულდა ლონგინოზ ბრეგვაძის გამოსვლა. გარდა ატაცში მოპოვებული ვერცხლისა (157 კგ), მან აკვრაში 192 კგ-ით მეორე ვერცხლიც მოიპოვა და საერთო ჯამში (ორჭიდში) 349 კგ-ით ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა.

გიორგი ჩხეიძემ 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 20 წლამდე იუნორთა შორის იასპარეზა. ატაცში, 164 კგ პირველ მოძრაობაში ასწია და მოიპოვა ვერცხლის მედალი. აკვრაში აჩვენა 201კგ და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაიკავა მეორე ადგილი, ჯამური 365 კილოგრამით.

გოგონებში, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა თათია ლორთქიფანიძე, რომელმაც ატაცში 79 და აკვრაში 97 კილოგრამი დასძლია და საბოლოოდ, ორჭიდში 176 კილოგრამით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ქართველ ძალოსნებს წინ მთავარი ტურნირი ელით, სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი დიდებს შორის, რომელიც ნოემბრის თვეში ჰიუსტონში გაიმართება. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები სულ მცირე, სამ ლიცენზიას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button