მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ტყვეთა მორიგი გაცვლა-101 რუსი და 101 უკრაინელი დაუბრუნდა თავიანთ სახლებს

უკრაინამ და რუსეთმა ხუთშაბათს სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს, რის შედეგადაც 101 რუსი და 101 უკრაინელი დაუბრუნდა თავიანთ სახლებს. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო და ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

ერმაკის თქმით, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში 100 სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი დაბრუნდა – ენერგოდარის მერის მოადგილე ივან სამოიდიუკი, რომელიც რუსმა სამხედროებმა გასული წლის მარტში გაიტაცეს. გათავისუფლებულთა შორის არის მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველი 94 ჯარისკაცი., – წერს ერმაკი, რომელმაც თავსი ტელეგრამში გათავისუფლებული უკრიანელების ვიდეოც გამოაქვეყნა. გათავისუფლებული
“ვაგრძელებთ უკრაინელების სახლში დაბრუნებას. დღეს სახლში ჩვენი 100 მებრძოლი და 1 სამოქალაქო მოდიან. გათავისუფლებულ მებრძოლთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის დამცველია, “აზოვსტალიდან” 63 მებრძოლის ჩათვლით. ახლობლები მათ ასე დიდ ხანს ელოდებოდნენ.

გმირებიდან ბევრმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო”, – წერს ერმაკი.
რუსი პატიმრებს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით,რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით გადაიყვანენ მოსკოვში

დღემდე რუსეთმა და უკრაინამ რამდენჯერმე, ბოლოს 8 იანვარს გაცვალეს სამხედრო ტყვეები.

სამხედრო ტყვეების საკითხებზე მომუშავე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის თანახმად, 2022 წელს რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს 1596 სამხედრო და სამოქალაქო უკრაინელი, მათ შორის 187 ქალი.

ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება. მათი თქმით, რუსეთმა 101 სახმედრო დაიბრუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button