“პანორამა თბილისთან” დაკავშირებით სასამართლომ საქმის განხილვა შეწყვიტა

“პანორამა თბილისთან” დაკავშირებით “ახალგაზრდა იურისტების” სარჩელზე საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა შეწყვიტა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოსგან მოითხოვდა 2 სამშენებლო ნებართვის გაუქმებას, რის საფუძველზეც, ქალაქის ისტორიულ ცენტრში სასტუმრო და გასართობი კომპლექსები შენდება. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” პროექტის კოორდინატორმა, სულხან სალაძემ დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. სულხან სალაძე აცხადებს, რომ განჩინების ჩაბარების შემდეგ სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავენ.

“პანორამა თბილისის” ერთ-ერთი პროექტის, “სოლოლაკი ჰილზის” წარმომადგენელი, ანა კახნიაური სასამართლოს გადაწყვეტილებას ხსნის და აცხადებს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება.  „პანორამა თბილისი“ ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რომელიც რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარადაა შეფასებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button