მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო

ერდოღანი რუსეთს-უკრაინას ტრაგედიის შეჩერებისკენ მოუწოდებს

უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.დელეგაციის წევრები გრძელი მაგიდის ირგვლივ ერთმანეთის პირისპირ განთავსდნენ. სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩიც ესწრება.

მოლაპარაკებების დაწყებამდე რომან აბრამოვიჩი თურქეთის პრეზიდენტს პირისპირ ესაუბრა. საუბარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა.

მოლაპარაკებების პროცესის დაწყებამდე მათ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით მიმართა. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე ომის მეხუთე კვირა დაიწყო და აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც უკრაინისა და რუსეთის მეგობარი ქვეყანა, ვალდებულია მედიაციის პროცესი იკისროს.

დოლმაბაჰჩეს სასახლეში მხარეები ერთ მაგიდასთან სხედან და პოზიციებს განიხილავენ. მანამდე დელეგაციებს თურქეთის პრეზიდენტი შეხვდა და სიტყვით მიმართა.

“მივესალმებით თქვენ ძალისხმევას მშვიდობისთვის. მოლაპარაკებები, რომელშიც ჩართული ხართ ზრდის მოლოდინს და აჩენს მშვიდობის მიღწევაზე იმედს. კონფლიქტი მე-5 კვირაა მიმდინარეობს, ეს კი ჩვენ როგორც თქვენს მეზობელსა და მეგობარს ძალიან გვაწუხებს.

კრიზისის პირველი დღიდან ესკალაციის პრევენციისთვის ყველა დონეზე თურქეთი ძალისხემვას არ იშურებს. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ დიპლომატიური კუთხით ჩემს კოლეგებთან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მსგავსი სცენარი არ განმეორებულიყო შავი ზღვის ჩრდილოეთით. არავის ინტერესში არ შედის და არავის აძლევს სარგებელს კონფლიქტის გახანგრძლივება.

ყოველი ადამიანი, რომელიც კვდება, ყოველი შენობა, რომელიც ინგრევა, ყველა რესურსი, რომელიც იმარხება არის ღირებულებები, რომლებიც ჩვენს მომავალს არ გამოადგება. ახლა მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეაჩერონ ეს ტრაგედია. ყველასთვის სარგებლის მომტანია ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის გამოცხადება, და თან რაც შეიძლება მალე. ჩვენ შევედით ისეთ ფაზაში, რომელიც მოითხოვს ამ მოლაპარაკებიდან კონკრეტულ შედეგებს. თქვენ როგორც თქვენი ქვეყნის დელეგაციებს გაკისრიათ ისტორიული პასუხისმგებლობა, მთელი მსოფლიო თქვენგან კარგ ამბავს ელოდება.

შესაძლებელია მიღწეული იყოს ისეთი გამოსავალი, რომელიც პასუხობს ორივე მხარის ლეგიტიმურ შეშფოთებებს, გამოსავალს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება სანდოდ მიიჩნევს. იმედი მაქვს, რომ მშვიდობის დასამყარებლად ინიციატივებს თავს არ აარიდებთ. შეთავაზებები მაგიდაზეა და საბოლოო მშვიდობისთვის კომპრომისი უნდა იქნას მიღწეული. იმ პროგრესს, რასაც ახლა მოლაპარაკებაზე მიაღწევთ, გაგიკვალავთ გზას შემდგომი მოლაპარაკებისთვის უკვე ლიდერების დონეზე. ჩვენ კი მზად ვართ ასეთ შეხვედრას ვუმასპინძლოთ,” – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე რეფერენდუმის ჩატარებას არ განიხილავს. დმიტრო კულებას განცხადებით, რომელი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და რომელი არა – ეს უკრაინის გადასაწყვეტია და მოლაპარაკებების საგანი არ არის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, „სამართლიან მშვიდობას“ არ ჰყავს დამარცხებული, თუმცა კონფლიქტის გაგრძელებით ვერცერთი მხარე ვერ მოიგებს.

დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში იმართება.

ამასთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე მისულ ნებისმიერ პირს საკვების სახით რაიმეს მიღებისა და დალევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კულებას აღნიშნული განცხადება რომან აბრამოვიჩის და უკრაინის დელეგაციის 2 წევრის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.

„მე ვურჩევ ყველას, ვინც მიდის მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციასთან არაფერი ჭამონ და არ დალიონ. სასურველია, რომ თავი აარიდონ ზედაპირებზე შეხებას“, – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, The Wall Street Journa-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს მოწამვლის სიმპტომები აქვთ. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა სტამბოლია, სადაც ამ წუთებში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button