მნიშვნელოვანისაქართველო

6024 ახალი შემთხვევა, 49 გარდაცვლილი

საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 291 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 465, „პისიარ“ ტესტით – 21 826.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო შვიდი დღის – 9,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 732 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 673 640 გამოჯანმრთელდა, 10 185 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 986 729 აცრა, დღიურად აცრილია 3 868.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 546 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 091 პირი.
ამასთან, 2 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 223 პაციენტი, გარდაიცვალა 47.

მსგავსი პოსტები

Back to top button