მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში საბურავი გასკდა-დაშავებულია 2 თანამშრომელი

ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში საბურავი გასკდა. შემთხვევის შედეგად ამავე საწარმოში დასაქმებული ორი მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე მათგანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

,,ერთ დაზარალებულს თავისა და სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და მისი მდგომარეობა მძიმეა, მეორის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია, მარცხენა თვალში მხედველობა აქვს დაკარგული და აღენიშნება ფეხის ტრავმა,“- აცხადებენ ექიმები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button