მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელორუსის პრეზიდენტმა მიოკარდიუმის მასიური ინფარქტი მიიღო-მედია

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ჰოსპიტალიზირებულია. ამის შესახებ ბელორუსის ოპოზიცია იუწყება.
ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 9 მაისის შემდეგ საჯარო შეკრებებზე აღარ ჩანს, არც 14 მაისს მონაწილეობდა ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლოების – დროში, გერბისა და ჰიმნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

მისი სახელით გამოსვლა წაიკითხა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ. შაბათს ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კორტეჟი შენიშნეს დროზდის წყალსაცავის ნაპირას მდებარე „რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრის“ წინ, – ამის შესახებ ცნობა ერთბაშად რამდენიმე საინტერნეტო მედია რესურსმა (@euroradio და @motolkohelp) გაავრცელეს. კორტეჟმა სამედიცინო დაწესებულება 2 საათის შემდეგ დატოვა და უკან დაბრუნდა.

მოსკოვში აღლუმის შემდეგ, სადაც ის ცუდად გამოიყურებოდა, ლუკაშენკო საზოგადოებაში მცირე ხნით მხოლოდ იმავე დღეს მინსკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოჩნდა უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან. ამასთან დაკავშირებით მედიაში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება დაეკისროს კანონის თანახმად პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება, მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის და არაქმედუნარიანობის შემთხვევაში. თავად ოფიციალური მინსკი ლუკაშენკას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე რეაგირებას არ აკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკო ბელორუსის პოლიციის დეპარტამენტის რესპუბლიკურ კლინიკურ სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, რომელიც მდებარეობს დროზდის წყალსაცავის ნაპირებზე.

მედიის ცნობით, ლუკაშენკომ მიოკარდიუმის მასიური ინფარქტი მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button