ლარი გამყარებას განაგრძობს

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 5 მაისს 2.2158 ლარი იქნება.
4 მაისს ოფიციალური კურსი 2.2238 იყო.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.
5 მაისს ერთი ევროს შეძენა 2.5429 ლარად იქნება შესაძლებელი.