მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის თქმით 2014 წლამდე ვერ წარმოიდგენდა რომ რუსეთსა და უკრაინის შორის ომი იქნებოდა

ომის 634-ე დღე უკრაინაში

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სანკტ-პეტერბურგის IX საერთაშორისო კულტურულ ფორუმს დაესწრო, სადაც თქვა, რომ 2014 წლამდე ვერ წარმოიდგენდა, რომ რუსეთსა და უკრაინის შორის კონფლიქტი იქნებოდა.

“ბევრი ადამიანს, რომელიც ასრულებს საკუთარ საქმეს, ისევე, როგორც მე, 2014 წლამდე ვერ წარმოედგინა, რომ რუსეთსა და უკრაინა შორის შეიძლება ასეთი კონფლიქტი ყოფილიყო. ჩემთვის რომ ეთქვათ მსგავსი რამე, ვუპასუხებდი: ხომ არ გაგიჟდი?” – ამბობს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ომის 634-ე დღეს, კიევის შემოგარენში, ოკუპანტების ათამდე საცეცხლე პოზიცია გაანადგურეს. აფეთქებებია ხერსონსა და სუმის ოლქში, სადაც, ავიადარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი დაშავდა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

“ხერსონი კვლავ ცეცხლის ქვეშაა რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან! ქალაქში ძლიერი აფეთქებები ისმის. გაფრთხილდით! მოერიდეთ ფანჯრებს,” – აფრთხილებს მოსახლეობას მროჩკო.

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი 25-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

სუმის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, რეგიონის 11 თემში 189 აფეთქება დაფიქსირდა. თავდასხმები განხორციელდა ხოტინის, ბილოპოლის, კრასნოპოლისა და სხვა თემებზე.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ამასთანავე, გრძელდება უკრაინის კონტრშეტევა. გენშტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე უკრაინელმა ჯარისკაცებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. ქვეყანაში სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედების შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ზომებს მათ წინააღმდეგ იღებს, ვინც უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე უკანონო გადაყვანაში მონაწილეობს, ასევე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეხმარება რუს სამხედროებს.

“სანქციებთან დაკავშირებით, ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარებბიან რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button