მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში მშენებარე სახლის მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

თელავში,60 წლამდე ასაკის მამაკაცი, მშენებარე სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გვიან, ღამით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის, საკუთარ მაღაზიის ეზოში მშენებარე სახლის მეორე სართულზე ავიდა.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მას სიბნელეში ფეხი აუცდა და სახლიდან ეზოში გადავარდა.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა, რთულია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და მაშველებიც იმყოფებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button