“არაფერი აღარ დამრჩა, ლამის თავი ჩამოვიკიდო“ – დაზარალებული აფენიდან

გადაუღებელი წვიმების გამო ადიდებულმა ალაზანმა სოფელ აფენში ტერიტორიები დაიტბორა.

ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, რომ საზამთროსა და ნესვის ბაღი მთლიანად წყლისგან დაიფარა, რომლიც მოსაყვანადაც ბანკიდან 8 ათას ლარიანი სესხი აქვს გამოტანილი.

“არაფერი მე აღარ დამრჩა, ლამის არის თავი ჩამოვიკიდო”, – ამბობს აფენში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ეკა ცარციძე.

სტიქიამ სხვა ოჯახებიც დააზარალა. დაიტბორა ვენახები და სიმინდის ნარგავები. ადგილობრივები ამბობენ: “ხელისუფლებას, რომ არხები თავის დროზე გაეწმინდა, ჩვენ აღარ დავზარალდებოდითო”.

ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია afeni 2ამბობს, რომ “მსგავსი სტიქიის დროს ადგილობრივი ხელიუსფლება უძლურია, რადგან მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნია”.

გამგებლის თქმითვე, “პირველ ეტაპზე მოხდება ზარალის აღწერა”. რაც შეეხება ანაზღაურებას, ჯამბურიას თქმით, “მიღებულ მონაცემებს შესაბამის ორგანოებს მიაწვდიან”.

მსგავსი პოსტები

Back to top button