“ტყუილი იქნება ეს ინფორმაცია” – ბათირაშვილის მამა

თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ კახეთში, პანკისის ხეობაში.

როგორც რადიო “ჰერეთს” ბათირაშვილის მამამ, თემურ ბათირაშვილმა განუცხადა, ამ დრომდე მას არავინ დაკავშირებია და ინფომაცია შვილის მოკვლის შესახებ მედიით შეიტყო. ის ამბობს, რომ “ტყუილი იქნება ეს ინფორმაცია”.

ამერიკული მედიის ცნობით 4 მარტს საჰაერო იერიშების დროს პანკისელი თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაცია მოხდა. ბათირაშვილი რომელიც ომარ ალ შიშანის სახელით არის ცნობილი ISIS-ის ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითვე, ბათირაშვილის ლიკვიდაციას პენტაგონიც ადასტურებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button