სპორტი

ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „ომონიასთან“ სუპერთასი დათმო

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და დამარცხდა.

ქეცბაიას გუნდმა სუპერთასისთვის ბრძოლა ნიქოზიას „ომონიასთან“ დათმო.

როგორც ცნობილია, „ანორთოსისი“ ქვეყნის თასის მფლობელია, „ომონია“ კი კვიპროსის ჩემპიონია.

მატჩი ნიქოზიელთა უპირატესობით დაიწყო. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა.

იმის მიუხედავად, რომ ფამაგუსტელთა ერთადერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, მეკარე გიორგი ლორიამ პირველი პენალტი მოხსნა, – მეტოქე გოლკიპერმა ფაბიანომ 3 ბურთი აიღო და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

2021-22 წლების სეზონს ქეცბაიას კლუბი დიდი დანაკლისით შეხვდა. ქართველი ფეხბურთელები გუნდიდან წავიდნენ. 6-ს კორონავირუსი დაუდასტურდა და გუნდი რთულ სიტუაციაშია.

როგორი იქნება თემურ ქეცბაიას კლუბი მომავალ სეზონში, ამას მიმდინარე ჩემპიონატი გვიჩვენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button