აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომლის მოცულობაა 325 მილიონი დოლარი. ამის შესახებ იტყობინება თეთრი სახლის პრესსამსახური.
პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალა, 155მმ და 105მმ-იან-საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, მსუბუქი იარაღის ამუნიცია და სხვა საბრძოლო საშუალებები, ასევე დამცავი მოწყობილობები გარდა ამისა, პაკეტში შედის ცხრა მილიონზე მეტ მცირე იარაღის საბრძოლო მასალა, პორტისა და ნავსადგურის უსაფრთხოების აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები, ასევე სხვა საველე აღჭურვილობა. გარდა ამისა, სახსრების ნაწილი მოხმარდება უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი პრეზიდენტის იარაღის შემცირების ინიციატივის ნაწილია, რომელიც აშშ-ის ლიდერს საშუალებას აძლევს, იარაღი აშშ-ის მარაგებიდან იარაღი გაიტანოს.
შარშან თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიევისთვის ამერიკის მიერ უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების მოცულობამ 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შეერთებული შტატების ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზად არის უკრაინას იმდენ ხანს დაეხმაროს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
შეუძლებელი შესაძლებელია, დღეს ჩვენი მშვენიერი ცა უფრო დაცული ხდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
მან დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის მიერ გადაცემული Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ჩავიდა.
„ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს, როდესაც ის იკავებდა ვიცე-პრემიერის თანამდებობას, აშშ-ში ვიზიტის დროს, მან ამერიკელ პარტნიორებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდებოდა Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები. მისი თქმით, უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ მაშინ იდგა საფრთხის ქვეშ, თუმცა მაშინ მან მიიღო პასუხად, რომ მსგავსი სისტემების უკრაინისთვის გადაცემა შეუძლებელი იყო.
„შეუძლებელი შესაძლებელია, დღეს ჩვენი მშვენიერი ცა უფრო დაცული ხდება, რადგან Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა“,- განაცხადა რეზნიკოვმა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა ეს სისტემები იმდენად სწრაფად აითვისეს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.
„ჩვენმა პარტნიორებმა კი თავისი სიტყვა შეასრულეს. ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მან აშშ-ის, გერმანიისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებსა და ხალხს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა მინისტრმა.
რეზნიკოვმა ასევე გამოაქვეყნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ფოტო, რომელზეც Patriot-ის სამი სისტემაა გამოსახული.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის თქმით, უკრაინის მოქალაქეებზე ფართომასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინისადმი მათი მხარდაჭერა ჰუმანიტარულ და ეკონომიკური დახმარებას გასცდეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი უკრაინისადმი სამხედრო დახმარების შესაძლებლობაზე მიუთითებს. გასულ წელს სამხრეთ კორეის ხელისუფლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გამორიცხავდა.
Reuters-თან ინტერვიუში იუნმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება ეძებს ახალ გზებს, უკრაინის დაცვისა და ხელახალი აღმშენებლობისთვის.
“თუ იქნება ისეთი სიტუაცია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება, როგორიცაა ნებისმიერი ფართომასშტაბური თავდასხმა მოქალაქეებზე, მასობრივი მკვლელობები ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შესაძლოა, ჩვენთვის რთული იყოს მხოლოდ ჰუმანიტარულ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე შეჩერება” – განაცხადა იუნმა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინის თავდაცვისთვის დახმარების კუთხით შეზღუდვები არ იქნება და ბრძოლის ველზე მოქმედებების და ომის მხარეებთან „მათი ურთიერთობების გათვალისწინებით“ შესაბამის ზომებს მიიღებენ.
“მიმაჩნია, რომ არ იქნება შეზღუდვები თავდაცვისა და იმ ქვეყნის აღდგენის მხარდაჭერის კუთხით, რომელშიც, როგორც საერთაშორისო ასევე შიდა სამართლის მიხედვით უკანონოდ შეიჭრნენ. თუმცა, ომში ჩართულ მხარეებთან ჩვენი ურთიერთობების და ბრძოლის ველზე მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ” – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Challenger 2-ის 14 ერთეული ტანკი გადასცა. ტანკების გადაცემის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა გაავრცელა.
ტანკზე მუშაობის სასწავლებლად უკრაინელი მებრძოლები დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ. თებერვალში მათი დანაყოფი მეფე ჩარლზ III-მ მოინახულა.
მარტის ბოლოს The Guardian წერდა, რომ სამხედროებმა სწავლის კურსი დაასრულეს და უკრაინაში დაბრუნდნენ.