მნიშვნელოვანირეგიონი

ინციდენტი ლაგოდეხში-რუსული კანონის სააგიტაციო მასალისგან ქუჩების განთავისუფლების დროს სამოქალაქო აქტივისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

ინციდენტი ლაგოდეხში–რუსული კანონის სააგიტაციო მასალისგან ქუჩების განთავისუფლების დროს, სამოქალაქო აქტივისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

აქტივისტების ინფორმაციით, მათთან რამდენიმე ახლაგაზრდა მივიდა, რომლებიც ხელის შეშლას ცდილობდნენ და გამოხატვის თავისუფლებაზე აპელირებდნენ.

შელაპარაკების მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტები ლაგოდეხის ქუჩებს რუსული კანონის სააგიტაციო ბანერებისგან მაინც ათავისუფლებენ.

“ვდგევართ და ვახევთ, შეიძლება დილამდე კიდევ გააკრან, მაგრამ საქმე გაურთულდეთ, ასე სჯობს. ჩვენ აქ ვართ, ამ ქალაქში ვხხოვრობთ, გვიყვარს ეს ქალაქი, ვიცით, რომ ეს არის მავნებლობა, ეს არის რუსული კანონი და დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა, ამიტომ ამის საშუალებას ჩვენი ძალებით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით , არ მივცემთ” – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ტასო მოდებაძემ.

ამ დროისათვის, აქტივისტებს ადგილობრივები უერთდებიან, რომლებიც რუსული კანონის სააგიტაციო შინაარსის შემცველი ბანერებისგან ლაგოდეხის ყველა ქუჩას წმენდენ.

შეგახსენებთ, სააგიტაციო მასალა ლაგოდეხის ცენტრალურ ქუჩებში, დილიდან გამოჩნდა.

ბანერებზე საჯარო მოხელეების მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტების იდენტური ტექსტები იყო დაბეჭდილი.

რუსული კანონის სააგიტაციო მასალის განადგურება ლაგოდეხის ქუჩებში, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის, დავით ჭაბაშვილის ინიციატივით დაიწყო.

ლაგოდეხში რუსული კანონის სააგიტაციო ბანერები გამოჩნდა

მსგავსი პოსტები

Back to top button