სპორტი

ჩავის კანონებით დემბელეს დასჯა ემუქრება

სულ რამდენიმე დღეა,რაც ჩავი ერნანდესი ბარსელონას მთავარი მწვრთნელი გახდა და მისი მკაცრი კანონების პირველი დამრღვევიც გამოჩნდა.

უსმენ დემბელემ პარასკევის ვარჯიშზე დააგვიანა და ახალი შინაგანაწესის მიხედვით თავკაცი მის დასჯას გეგმავს

კატალონიურ გრანდში საუბრობენ,რომ დემბელესთვის მსგავსი არაპუნქტუალობა პირველი არ არის და სავარაუდოდ,არც ბოლო იქნება.

ახალგაზრდა ფრანგი,ჩავისთვის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა,თუმცა წესი წესია და დემბელე აუცილებლად გადაიხდის დაკისრებულს.

შეგახსენებთ რომ 24 წლის თავდამსხმელს ახლა ტრავმა აქვს. ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელია და ბარსელონასთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button