მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“კაშხლიდან წყლის გაშვებამდე მოსახლეობა ინფორმაციას იღებს”-ენგურჰესის ადმინისტრაცია

ენგურჰესის ადმინისტრაცია გალის მცხოვრებლების დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, განსაკუთრებით მოიმატა.

“პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად.

აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მდინარე ენგურში, გალის ოთხი მცხოვრები დაიხრჩო.

სამი მათგანის ცხედარი ნაპოვნია და ისინი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. ერთის ცხედარს კი ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button