რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ კირბალიდან კიდევ ერთი ადგილობრივი გაიტაცეს

საზღვრისპირა სოფელ კირბალიდან რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთი ადგილობრივი გაიტაცეს.

ალექსი დოთიაშვილი ოკუპანტებმა იმ დროს აიყვანეს როცა, იგი სოფლის განაპირას შეშას აგროვებდა . 49 წლის მამაკაცი ცხინვალში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ამდროისთვის დოთიაშვილების ოჯახში იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი.
ოჯახის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს დახმარებას სთხოვენ.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button