საქართველოსიახლეები

ევროპარლამენტარები ქართულ ოცნებას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები ავრცელებენ განცხადებას, სადაც მმართველ პარტიას მოუწოდებენ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმონ. განცხადებას ხელს აწერენ მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.

„ქართული ოცნების მტკიცების საპირისპიროდ, რომ შეთანხმებამ შეასრულა საკუთარი მიზნები და შესაბამისად ლიმიტს მიაღწია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც წლების განმავლობაში უნდა გატარდეს და არა ეპიზოდურად.
ამ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი იმ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზეა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამავე დროს მივესალმებით იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას და აგრძელებენ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად ამისა, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების გაგრძელებისა და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც თბილისი პრაიდის გაუქმება გამოიწვია, მმართველი პარტიის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი იმედგაცრუება გახდა.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება და დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად გულწრფელად იმუშაონ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისთვის, რათა შეთანხმება სრულად შესრულდეს სიტყვითაც და საქმითაც.“ – წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button