მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს- ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა.
ის გააგრძელებს კალიფორნიის ოლქის წარმომადგენლობას კონგრესის ქვედა პალატაში.
ეს ხდება მაშინ, როდესაც შუალედური არჩევნების შემდეგ, კონტროლს პალატაზე, სავარაუდოდ, რესპუბლიკელები დაიბრუნებენ.

82 წლის ნენსი პელოსი პირველი ქალია, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა.

წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ და ნენსი პელოსის სავარაუდოდ კევინ მაკარტი შეცვლის. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, სენატში დემოკრატებს 50 მანდატი ექნებათ. ეს ნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმით, მათ უმრავლესობა ექნებათ.

ჯერ გაურკვეველია ჯორჯიის შტატის შედეგი, სადაც მეორე ტური დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button