მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს,ხოლო
ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე ვაქცინაციის პროცესი არ დაწყებულა.

ადგილობირვების თქმით, მათ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა და არ იციან, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მოსახლეობას აღწერს და მათ რეგისტრაციაში დაეხმარება. მოსახლეობა ამბობს, რომ გალის სოფლებში არის სამედიცინო პუნქტები, სადაც შესაბამისად აღჭურვა და ვაქცინის ჩატარება შესაძლებელია.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათ არ აქვთ საშუალება სრულფასოვანი გამოკვლევა გალში ჩაიტარონ.

გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობით,ისინი ზუგდიდის ტერიტორიაზე, რუხის კოვიდ ცენტრში გადმოჰყავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button