მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

738 ინფიცირებული და 573 გამოჯანმრთელებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, – stopcov.ge არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 16-ით გაიზარდა და 573 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 250 პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button