
9 წლის დაჩი გულუა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის დამატება სთხოვა, დღეს სამინისტროში იმყოფებოდა და გიორგი გახარიასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ბიჭის დედამ გაავრცელა – ,,ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია…გაგრძელება იქნება”, – წერს დაჩის დედა სოციალურ ქსელში, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ დაჩიმ მინისტრისგან თხოვნის შესრულების პირობა მიიღო.
9 წლის ბიჭის დედამ დაჩის წერილი ,,ფეისბუქში” ატვირთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან. მიმართვის ადრესატმა კი მეორე დღეს, დაჩი საკუთარ კაბინეტში შეხვედრაზე მიიწვია.

Natia Anastasiadi/Facebook