გუშინ მთაწმინდის მე-18 უბანზე სამი პირი მოტყუებით შევიდა

29 ოქტომბერს, საღამოს 19:20 საათზე, მთაწმინდის #18 უბანზე სამი პირი მოტყუებით შევიდა. ამის შეახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

“მათ დაცვის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ იყვნენ დამკვირებლები, შეამოწმეს და გადაიღეს უბანზე ამომრჩევლის პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია და იქ არსებული უჯრები. მოგვიანებით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, მათ ჰქონდათ დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო ბეჯები. დაცვის პოლიციამ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ საოლქო საარჩევნო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. ადგილზე მისული იყო ასევე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

შეტყობინება შვიდა 112-ზე და შესაბამისად, გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“-აღნიშნა მიქელაძემ.

მიქელაძემ თქმით, უბანზე საარჩევნო მასალა და დოკუმენტაცია არის სრულყოფილი და დაუზიანებელი, თუმცა აღნიშნული ფაქტი, კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს საარჩვნო უბანზე მოტყუებით შესავლას და უფლებამოსილების გადამეტებას.

აღნიშნულზე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით არ საჯაროვდება თუ რომელი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ ინციდენტის მონაწილეები.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით დღეს ამ უბანზე არანაირი შეფერხება არ არის და არჩევნები ჩვეულ რეჟიმში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button