მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახმეტაში სასმელ წყალს მკვდარი თევზები მოჰყვება

ახმეტის მუნიციპალიტეტში სასმელ წყალს მკვდარი თევზები მოჰყვება.

სოფელ ალვანში მცხოვრები, ნანა მარშანია ჰერეთთან ამბობს, რომ დაბინძურებული შენარევების გამო, სასმელი წყალი შეწყდა.

” წყალი შეგვიწყდა, მივყეთ მილს და თევზი გვესტუმრა სახლში. ვხუმრობთ კიდეც, ალვანის წყლის სისტემაში ძმარი და ქინძიც რომ ჩავამატოთ, თევზი არის”- ამბობს მარშანია.

სასმელ წყალში სხვადასხვა დაბინძურებული შენარევების არსებობას სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ადასტურებენ და წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას ითხოვენ.

” ონკანიდან წყალი დავლიე და მწვანე ნაფლეთებით იყო სავსე, თითქოს ბაყაყი მოუკლავთო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოფელში ძალიან მომრავლებული ონკოლოგიური დაავადებების მიზეზიც, შესაძლოა ბინძური წყალი იყოს.ლაბორატორიულად შესამოწმებელია, რას ვსვამთ”- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ალვანში წყლის დაბინძურების ფაქტები გამორიცხულია. მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილი განმარტავს, რომ წყლის სათავე ნაგებობები დაცულია.

” სამი სათავე ნაგებობაა,რომლებიც ზემო და ქვემო ალვანში ემსახურება. არის კარგად დახურული და დაცული. მუდმივად იწმინდება, მოწმდება და სასმელად ვარგისია. შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და თავად ნახოთ. გავერკვევით, რაშია საქმე”- აცხადებს ნასყიდაშვილი სასმელი წყლის ქსელების დასუფთავებას, რამდენიმე თვის წინ, სოფელ ომალოს მოსახლეობაც ითხოვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button