სპორტ-ნიუსისპორტი

რაფაელ ნადალის რეკორდი და ისევ აღელვებული მედვედევი

35 წლის რაფაელ ნადალი ისტორიაში შევიდა. მან ყველაზე მეტჯერ მოიგო დიდი სლემის ტურნირი.

2022 წლის მელბურნის ღია პირველობა მისთვის 21-ე აღმოჩნდა და ესპანელმა გამარჯვება იზეიმა.

ფინალი დანილ მედვედევთან ერთად საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

5 სეტიანი მატჩი 5 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა

ესპანელმა შეძლო და ორსეტიანი მარცხი ამოქაჩა

ლეგენდარული ქამბექი ავსტრალიაში დაფიქსირდა,რა დროსაც რაფამ ბოლო 3 სეტი საგრძნობი უპირატესობით მოიგო.

საბოლოოდ კი ასეთი ანგარიში დაფიქსირდა: 2:6, 6:7, 6:4, 6:4, 7:5.

გულშემატკივართა უმეტესობა ნადალს ქომაგობდა,რამაც საშინლად გააღიზიანა მედვედევი.გარდა ამისა,ისმოდა შეურაცმყოფელი ფრაზებიც.

შეხვედრის არბიტრმა მაყურებელი გააფრთხილა კიდეც,რომ ფინალი მათ გარეშე გაგრძელდებოდა,თუ არ შეწყვეტდნენ ხმაურს.

ფინალურ შეხვედრაზე სხვა ინციდენტიც მოხდა.შუა თამაშის დროს კორტზე მაყურებელი შევარდა და ავსტრალიაში მცხოვრები დევნილების მხარდასაჭერი ბანერი გაშალა.დაცვამ ის უვნებლად გაიყვანა მოედნიდან.

მაშ ასე,რაფაელ ნადალი ჩემპიონია.რეკორდსმენმა მელბურნი მხოლოდ მეორედ მოიგო,როლან გაროსი 14- ჯერ აქვს მოგებული,4-ჯერ აშშ-ის ღია პირველობა და 2- ჯერ,- უიმბლდონის ტურნირი.

შეგახსენებთ, რომ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დიდი სლემის ასპარეზობები მხოლოდ 20-20-ჯერ აქვთ მოგებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button