მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო უშიშროებას მოუწოდა გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები

რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს მოუწოდა, „სასტიკად აღკვეთონ“ უცხოეთის სპეცსამსახურების საქმიანობა, ოპერატიულად გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები. ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნა.

რუსეთის პრეზიდენტის აზრით, კონტრდაზვერვის ორგანოებს, მათ შორის სამხედრო კონტრდაზვერვას, „ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღება“ მოეთხოვებათ. პუტინი მიმართვაში ასევე აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურებმა არ უნდა შეასუსტონ მუშაობა ექსტრემიზმის წინააღმდეგ, „დაუყოვნებლად უნდა მოახდინონ რეაგირება მებრძოლ ნაციონალიზმზე, ძალადობისკენ მოწოდებაზე და რუსეთში ეროვნებათაშორის შუღლის გაღვივების მცდელობაზე“.

რუსეთის პრეზიდენტი სპეცსამსახურების მუშაობაში ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს “ტერორიზმის” წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე სახელმწიფო საზღვრის “საიმედო დაცვას”.
გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ ახალი რისკებისა და საფრთხეების ფონზე ძირითადი მიმართულებებით მუშაობა უნდა გაძლიერდეს.

“ძალების კონცენტრაცია ახლა საჭიროა კონტრდაზვერვის უწყებებისგან, მათ შორის სამხედროებისგან. აუცილებელია სასტიკად აღიკვეთოს უცხოური სადაზვერვო სამსახურების ქმედებები, სწრაფად გამოვლინდნენ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა სპეცსამსახურების მუშაობა “რუსეთის ახალ რეგიონებში”.

“დიახ, ახლა რთულია თქვენთვის: დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში სიტუაცია უკიდურესად რთულია”, – თქვა მან ვიდეოში და პირობა დადო, რომ ანექსირებულ ტერიტორიებზე დანაყოფებს მიაწვდის ახალ ტექნიკას, შეიარაღებასა და “გამოცდილ კადრებს”.

თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყნის „ახალ რეგიონებში“ მდგომარეობა „უკიდურესად რთულია“. პუტინი რუსეთის „ახალ რეგიონებში“ გულისხმობს უკრაინის ტერიტორიებს – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებს.

კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 20 დეკემბერს გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა „უშიშროების ორგანოების მუშაკის დღესთან“ დაკავშირებით, რომელშიც პუტინი ლაპარაკობს უშიშროების ფედერალური სამსახურის და სხვა შესაბამისი სტრუქტურების ამოცანებსა და პრიორიტეტებზე, მათ შორის ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და ნაციონალიზმთან ბრძოლაზე, უცხოური სპეცსამსახურების ქმედებების აღკვეთასა და “მოღალატეების, ჯაშუშების და დივერსანტების გამოვლენაზე”.

პუტინი განსაკუთრებულად აღნიშნავს “უშიშროების ორგანოთა ქვედანაყოფებს, რომლებმაც მოქმედება დაიწყეს რუსეთის ახალ რეგიონებში“. მათ პუტინი მიმართავს, რომ „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში მდგომარეობა უკიდურესად რთულია“, მაგრამ ამ ქვედანაყოფების მხრიდან „დაცვის იმედი აქვთ იქ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს“.

პუტინის განცხადებითვე, უშიშროების ორგანოების ვალია ამ ხალხის „უსაფრთხოების, უფლებების დაცვის და თავისუფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფა“, ხელისუფლება კი ახალ ქვედანაყოფებს გააძლიერებს თანამედროვე ტექნიკით, შეიარაღებით და გამოცდილი კადრებით.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. ამ ოლქების ნაწილს დღესაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, ქვეყნის არმია კი ოკუპირებული რაიონების დასაბრუნებლად ბრძოლას განაგრძობს.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში დაიწყო ღალატის მუხლით აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
2022 წლის ზაფხულში რუსეთის კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლებითაც ღალატის კვალიფიკაცია მიეცემა „მტრის მხარეზე გადასვლას”.
რამდენიმე ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრალდებულის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ფედერალური უშიშროების სამსახურს ბრალდების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

მსგავსი პოსტები

Back to top button